Tuesday, April 5, 2011

davit kldiashvilis biograpia


დავით კლდიაშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
Davit Kldiashvili.jpg
დავით სამსონის ძე კლდიაშვილი(დ. 29 აგვისტო/11 სექტემბერი1862, სოფ. სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის რაიონი ― გ. 24 აპრილი1931, იქვე, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში), ქართველი მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930).

სექციების სია

 [დამალვა]

ბიოგრაფია [რედაქტირება]

დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილი წლების მანძილზე უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან; გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო. 19051907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

შემოქმედება [რედაქტირება]

კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა, მაგრამ მისი შემოქმედებითი გზის დასწყისად 1893 წელი უნდა მივიჩნიოთ, როცა ჟურნალ „მოამბეში“ კლდიაშვილის პირველი ორიგინალური მოთხრობა „შერისხვა“ გამოქვეყნდა. სოციალური ჩაგვრით, უმეცრებითა და ცრურწმენით მოცული სოფლის ფონზე კლდიაშვილმა მძაფრი ტრაგიზმიტ დაგვიხატა გაუნათლებლობისა და სიხარბის მსხვერპლი — გლეხი კაცია საგუნაშვილი. ასევე ცრურწმენასა და მავნე ტრადიციებს შეეწირნენ მარინე და ფეფენა („მსხვერპლი“, 1894). მოგვიანებით მწერალი დაუბრუნდა ამ თემას და მოთხრობა „მიქელაში“ (1904) ასახა ოჯახის გადაშენების ფანატიკური შიშით შეპყრობილი მორწმუნე კაცის უნეგეშო ყოფა.
კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი — ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა.
კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვა — პრველად გამოჩნდა მოთხრობა „სოლომონ მორბელაძეში“ (1894). ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობათა დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა, გაღატაკებული, ზნეობრივად დაკნინებული აზნაური სოლომანი სასარგებლო შრომას თაკილობს და მაჭანკლობით შოულობს ორიოდე გროშს. სოლომანი თვითონ ებმება ტყუილების ბადეში, ასე გულდაგულ რომ მოამზადა. განუყრელ ჯორზე ამხედრებულ ხელმოცარულ მაჭანკალს ისღა დარჩენია „ხელმოკლე აზნაურის უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრების“ წყევლით იჯეროს გული.
ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს (მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“, 1897). მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს — ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს. მოზიარის გაჩენა ადამიანურ სახეს უკარგავს გაშმაგებულ პლატონს. წარსულის მოგონებით, ილუზიებით სულდგმულობს მოხუცი ეკვირინეც („ქამუშაძის გაჭირვება“, 1900). მისი შვილი აზნაური ოტია ქამუშაძე, პლატონის მსგავსად, მუხლჩაუხრელად შრომობს, მაგრამ შიმშილისა და გაჭირვებისათვის თავი ვერ დაუღწევია. ქალაქელი მეუღლის სონიას დაჟინებული რჩევით, სასოწარკვეთილი ოტია ქალაქს მიაშურებს იმ იმედით, რომ იქ მაინც იპოვის ცხოვრების სახსარს, ამავე მოთხრობაში კლდიაშვილმა „ახალი ცხოვრებისათვის დაგეშილი“ გაქალაქებული აზნაურების პორფირე ბიაშვილისა და ბეგლარ ჯინჭარაძის ზნეობრივად დეგრადირებული სახეები დაგვიხატა. ერთ დროს წარჩინებული საგვარეულოს მანველიძეების ნაშიერი. სულიერად დაცარიელებული როსტომი უკიდურეს სიღატაკეში ელის თავისი ცხოვრების დასასრულს, „ყველაზე გულგატეხილი, ყველაზე გულდაწყვეტილი“ („როსტომ მანველიძე“, 1910).ცხოვრებისეული „უტყური მასალა“, რომელსაც მწერალი იყენებს, უნუგეშოა და უსასოო. მწერალი მწვავედ განიცდის ამ უნუგეშობას, ეძიებს გზებს ადამიანის სრულყოფისათვის, მისი ზნეობრივი განწმენდისათვის. განწირულ „შემოდგომის აზნაურებს“ იგი წარმოგვიდგენს დიდი ჰემანიზმით გამთბარი ტრაგიკული ინტონაციებითა და იუმორით; საერთოდ, ტრაგიკულისა და კომიკურის მონახვლეობა კლდიაშვილის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, რაც კათარსისისათვის არის მოწოდებული. მხოლოდ იშვიათად მიმარტთვას მწერალი მძაფრ, დაუნდობელ სატირას („ბაკულას ღორები“, 1920).
კლდიაშვილის შემოქმედებაში ერთგვარი დისონანსი შეაქვს მის ადრინდელ მოთხრობას „წრფელი გული“ (1896), რომელსაც მწერლისათვის უჩვეულო დიდაქტიკურიელფერი ახლავს. მოთხრობაში ასახულ ყოფით კონფლიქტს, ე. წ. „სიყვარულის სამკუთხედს“ ძლევს ქართველი ქალის კდემამოსილება.
კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილე გამოხატა მან პიესებში „ირინეს ბედნიერება“ (1897), „დარისპანის გასაჭირი“ (1903)და „უბედურება“ (1914), რომლებიც მისი შემოქმედების მთავარ პათოსს — უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკულ სულისკვეთებას გადმოსცემენ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედია „დარისპანის გასაჭირმა“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართულ თეატრის სცენაზე. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს, მაინც არ იშლის.
კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რომლის შექმნა მხოლოდ დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისაკენ მოუწოდებდა მას.
კლდიაშვილი დაუბრუნდა 1914 წლიდან შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას და 1925 წელს გამოაქვეყნა მოგონებები „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რომელიც ქართული მემუარული ლიტერატურის მშვენებაა. 1924—1926 დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა კლდიაშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.
კლდიაშვილის მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა, მოთხრობათა ორტომეული — 1911, რჩეული ნაწერების ორტომეული — 1926, თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად — 1933, 1935 და ა. შ.

Tuesday, March 8, 2011

tsitsian tabidze 2

ტიციან ტაბიძე – Titian Tabidze
ტიციან ტაბიძე დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად.
ტიციანის მამა – იუსტინე ტაბიძე (1860-1919წწ.) თავისი დროისათვის ფრიად წიგნიერი და განათლებულული პიროვნება ყოფილა. იგი კარგად იცნობდა ქართული კულტურის ისტორიას. იუსტინე ტაბიძეს ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა. იგი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ პირებს დაუკავშირდა და ჩაბმულია არალეგალურ საქმიანობაში. სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამორიცხეს სემინარიიდან. იგი სოფელში ბრუნდება. 1891წ. მღვდლად ეკურთხა და სოფელში გამწესდა.
ტიციანის მამა ძალზე ჰუმანური, ჭკვიანი და კეთილი კაცი იყო. თავად მწიგნობარი დაფრიად განათლებული იუსტინე ცდილობდა თანასოფლელებში სწავლისადმი ინტერესი გაეღვივებინა.
ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე (1865-1951წწ) მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედის ორ ძმას სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, სამს სემინარია, ერთი ძმა კი სტავროპოლის სასულიერო აკადემიის რექტორი ყოფილა.
ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა, ქმრისა და შვილების ერთგული. სოფელში ,,ოთარაანთ ქვრივს“ ეძახდნენ.
გიმნაზიის წლები
,,მე არ მახსოვს , როგორ ვისწავლე წერა-კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი,როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“ – წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.
1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს.1902-1903 სასწავლო წელს, როგორც ეს არქივშია დაცული დოკუმენტებიდან დგინდება (იხ. ფონდი 7, საქმე №2094) გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906წწ. ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.
1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.
1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.
მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში.
ტ. ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიტოვეს.

titsian tabidze

ტიციან ტაბიძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიციან ტაბიძე
Titsian Tabidze.jpg
დაბადების თარიღი: 21 მარტი, 1893
დაბადების ადგილი: ჭყვიში
გარდაცვალების თარიღი: დეკემბერი, 1937
ეროვნება: ქართველი
საქმიანობა: მწერალი, პოეტი
ჟანრი: ცისფერყანწელი
დებიუტი: XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე
ტიციან ტაბიძე (დ. 21 მარტი, 1893, ჭყვიში — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს. იყო გალაკტიონ ტაბიძის ბიძაშვი სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა.
ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.
ვიკიციტატა
«მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს»


– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 19011905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. 1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

Wednesday, February 23, 2011

parizi

პარიზი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარიზი
Paris
ეიფელის კოშკი ლა დეფანსის ფონზე
ეიფელის კოშკი ლა დეფანსის ფონზე
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საფრანგეთი
რეგიონი ილ-დე-ფრანსი
დეპარტამენტი პარიზი
კოორდ. 48°52′00″ ჩ. გ. 2°19′59″ ა. გ. / 
შიდა დაყოფა 20 ოლქი
მერი ბერტრან დელანოე
ადრეული სახელები Lutetia Parisiorum
ფართობი 869,28 კმ²
მოსახლეობა 2 144 700 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 2 033 კაცი/კმ²
აგლომერაცია 12 067 000
დროის სარტყელი UTC+1
ტელ. კოდი +33 1
საფოსტო ინდექსი 75001-75020 და 75116
ოფიციალური საიტი http://www.paris.fr
პარიზი (საფრანგეთი)
Red pog.png

პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 11,5 მილიონი (1999).
პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

სექციების სია

[დამალვა]

სახელი [რედაქტირება]

პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia (/lutetja/), ან Lutetia Parisiorum, (ფრ.: Lutèce ([lytɛs])), რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან "პარიზიო", რაც "მუშა ხალხს" ან "ხელოსნებს" ნიშნავს.

გეოგრაფია და კლიმატი [რედაქტირება]

პარიზის საზღვრები ე.წ. პერიფერიული ბულვარით-რკალური ავტოსტრადით არის შემოფარგლული. ხანდახან პარიზის დასავლეთით მდებარე ბულონის ტყესა და აღმოსავლეთით გაშენებულ ვენსენის ტყესაც ქალაქის ტერიტორიას აკუთვნებენ. ამ ტყეპარკების ჩათვლით, ქალაქის მოედანი 105 კმ²-ს შეადგენს, მათ გარეშე კი 87 კმ² -ს. სენა პარიზს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ჰკვეთს,მარჯვენა, ჩრდილოეთ ნაპირზე მონ-მარტრის ბორცვები ჭარბობს. მარცხენა ნაპირის ვერტიკალად კი მონპარნასი გვევლინება. ქალაქის ცენტრში მდინარე სენა ოთხად განიტოტება და ორ კუნძულს-სიტესა და სენ-ლუის ჰქმნის. კიდევ ერთი კუნძული ლებიაჟი ბორცვების სამხრეთით მდებარეობს.
[დამალვა]წლიური ამინდი — პარიზი, საფრანგეთი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °C (°F) 7 (45) 8 (47) 13 (55) 16 (60) 20 (68) 23 (74) 24 (76) 25 (77) 22 (71) 16 (61) 11 (51) 8 (46) 16 (61)
საშუალო დაბალი °C (°F) 3 (38) 4 (40) 6 (43) 8 (46) 12 (53) 14 (58) 16 (61) 17 (62) 14 (57) 11 (51) 6 (43) 4 (40) 9 (49)
ნალექი მმ (დიუმი) 55 (2.2) 45 (1.8) 52 (2) 50 (2) 62 (2.4) 53 (2.1) 58 (2.3) 46 (1.8) 53 (2.1) 55 (2.2) 57 (2.2) 55 (2.2) 642 (25.3)
წყარო: MSN Weather[1] 2009-01-06

ისტორია [რედაქტირება]

პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების უადრესი კვალი ჩვენს ერამდე 4200 წლით თარიღდება. კელტი სენონების ტომის ქვეჯგუფი, ცნობილი მენავეები და მოვაჭრეები პარიზიები მდინარე სენის მიდამოებში 250 წლით ადრე დასახლდნენ ქრისტეშობამდე. რომის დასავლურმა კამპანიებმა პარიზის აუზი ჩვ.წთ.აღმ-დე 52 წელს დაიპყრო. რომაელთა მუდმივი ჩასახლებაც იმავე საუკუნეში იწყება, კერძოდ მარცხენა ნაპირზე, სენტ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ დე ლა სიტეს კუნძულზე. ქალაქს იმხანად ლუტეცია (Lutetia) ერქვა, შემდგომ კი გალურის გავლენით ლუტეცი (Lutèce)დაერქვა. გალო-რომანულ ეპოქაში ქალაქი თანდათან დაწინაურებას განიცდის, ჩნდება პირველი სასახლეები, აბანოები, ფორუმი, ტაძრები, თეატრები და ამფითეატრიც კი. რომის იმპერიის დაცემამ და გერმანიკულმა შემოსევებმა პარიზი ისევ განუვითარებლობის ხანაში გადაისროლა და ერთ კუნძულზე მდებარე ბუნებრივ ციხესიმაგრეს დაამსგავსა. ლუტეციას პარიზი სწორედ რომის იმპერიის ოკუპაციის ბოლო ხანებში ეწოდა. ჩვ.წთ. აღ-ით 500 წელს პარიზი ფრანკთა მეფის კლოვის I-ის დედაქალაქია. კლოვის I-მა დააარსა ქალაქში პირველი კათედრალი და სააბატო, როგორც კუნძულ სიტეს

დემოგრაფია [რედაქტირება]

ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში უამრავი ომების, ეპიდემიებისა და მასობრივი შიმშილის გამო ქალაქის მოსახლეობა საგრძნობლად მცირდებოდა. მაგალითად, 1832 წლის ქოლერამ 20 000 ადამიანი იმსხვერპლა.
XIX საუკუნის ინდუსტრიალიზაციამ მოსახლეობის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. 1921 წელს მოსახლეობამ 3 მილიონს მიაღწია, ეს ციფრი პარიზის ისტორიაში დღემდე რეკორდულია. დღეისათვის პარიზში ორ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს (იგულისხმება ძველი ქალაქი. საპირისპირო სიტუაციაა გარეუბნებსა და სატელიტ დასახლებებში, სადაც 1921 წელს მხოლოდ 4,85 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 2006 წელს კი 11,6 მლნ.
იმის ხარჯზე, რომ პარიზელთა დიდი ნაწილი, პენსიაზე გასვლის შემდეგ, გარეუბნებში ან საფრანგეთის სამხრეთით გადადის საცხოვრებლად, პარიზი საკმაოდ "ახალგაზრდა ქალაქს" წარმოადგენს. აქ ცხოვრობს დაუქორწინებელთა უდიდესი რაოდენობა - საშუალო პარიზული ოჯახი 1,75 ადამიანისგან შედგება. ფერტილობის კოეფიციენტი შეადგენს 1,64-ს რადგან პარიზული ოჯახების დიდ ნაწილს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს. 2004 წლის მდგომარეობით, შობადობის კოეფიციენტი 14,8 შეადგენს, სიკვდილიანობისა კი — 6,6. ამგვარად, მოსახლეობის ბუნებრივი მატება + 8,1-ია, ხოლო საერთო + 2,1.

ეთნიკური შემადგენლობა [რედაქტირება]

ამდროისათვის პარიზში 310 000-ზე მეტი უცხოელი ცხოვრობს, რაც ქალაქის მოსახლეობის 14,5 %-ს შეადგენს. ემიგრანტების დიდ ნაწილს პორტუგალიიდან, ალჟირიდან, მაროკოდან და ევროპისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულები წარმოადგენენ.

რელიგია [რედაქტირება]

მოსახლეობის 80 % ქრისტიანია, 75 % კათოლიკეა, ამათგან უმეტესობა — ლათინური ყაიდის კათოლიკეა, ზოგიერთი — სომხური და ბიზანტიური ეკლესიების მრევლია. პარიზში 94 კათოლიკური თემია, აქედან 15 მართლმადიდებლური, 21 სინაგოგა (პარიზში 220 000 იუდეველია) და 2 მეჩეთია 50 000 მუსულმანისთვის, (უმეტესობა სუნიტია).

ეკონომიკა [რედაქტირება]

პარიზი — საფრანგეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ქვეყნის სამრეწველო საწარმოების თითქმის მეოთხედს მეტროპოლიაში საკუთარი შტაბ-ბინები აქვს გახსნილი.
სამუშაო ადგილების (85 %) მომსახურების სფეროზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ მრეწველობა ქალაქის საზღვრებს სულ უფრო შორდება, ასი ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა მაინც შეუძლია პარიზელთათვის. ამდენიმე სამუშაო ადგილი მოდის მცირე საწარმოებზე - სერვისის სფერო (35 %), წარმოება (30 %), მშენებლობა (20 %) და კვება (15 %).
განვითარებულია ტურისტული ბიზნესიც: 2007 წელს ჩინელმა ტურისტებმა 79 მლნ ევრო დახარჯეს პარიზის უბეგრო მაღაზიებში, იაპონელებმა 87 მლნ ევრო, რუსებმა 72 მლნ ევრო, ამერიკელებმა 71 მლნ ევრო.
პარიზში ფრანგული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვადასხვა სახის საფინანსო დაწესებულებების დიდი ნაწილია განლაგებული. საფრანგეთის უმთავრესი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც უმთავრესად პარიზშია თავმოყრილი: Vivendi Universal, Groupe Lagardère, Groupe TF1. პარიზშია ასევე უმსხვილესი ყოველდღიური გამომცემლობა "Le Figaro", "Le Monde", "Libération", და კიდევ არაერთი გამოცემა.
დღეისათვის პარიზი (50-60-იან წლებში გახსნილი ბიზნეს-გარეუბან დეფანსიანად) ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.
ფრანგული და საერთასორისო ფირმების დიდი ნაწილის ქალაქში თავმოყრის წყალობით, პარიზი ეშპ თითქმის მესამედს უზრუნველყოფს. უმუშევრობის დონე ტოლია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის საშუალო დონისა.

ტრანსპორტი [რედაქტირება]

პარიზის როლი, როგორც საერთაშორისო ტურისტული და სავაჭრო ცენტრისა, ბოლო ასწლეულის მანძილზე შესამჩნევად გაიზარდა. უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში პარიზი ჩქაროსნული ტრანსპორტის ცენტრი გახდა, დაწყებული სახმელეთო (სარკინიგზო, საავტომობილო)გადამზიდავებიდან, დასრულებული საჰაერო ტრანსპორტით; პარიზს ორი საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება. ქალაქ პარიზისა და მისი რეგიონის საზოგადოებრივ ტრანსპორტს სინდიკატი ”დე ტრანსპორტ დილ დე ფრანსი” (Syndicat des transports d'Île-de-France)აწესრიგებს. სინდიკატის დაქვემდებარებაშია პარიზის შიდა და საგარეუბნო ავტობუსები, ასევე მეტრო.

საგზაო ტრანსპორტი [რედაქტირება]

წრიული გზა
პარიზი — ქვეყნის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძია. ისტორიულად საფრანგეთისთის მნიშვნელოვანი გზები პარიზიდან გადიოდა რადიუსებით, და დღეს-დღეობითაც ეს რადიუსები საფრანგეთის საავტომობილო რუკებზე კარგად ჩანს. ქალაქიდან ყველა შესაძლოა მიმართულებით გადის გზები: А1 ლილისკენ, А4 რეიმსისკენ, А5 დიჟონისკენ, А6 [ლიონი]]სკენ, А77 ნევერისკენ, А10 ორლეანისკენ, А13 რუანისკენ და А16 ამიენისკენ. ქალაქის ირგვლივ აშეენებულია წრიული გზა, რომელსაც 2-4 ზოლიანი სავალი ნაწილი აქვს ორივე მიმართულებით. კიდევ ორი წრიული გზა — A86 და A104 — საშუალებას აძლევს სატრანზიტო მძღოლებს პარიზს შემოუარონ ქალაქში შეუსვლელად.

ავიატრანსპორტი [რედაქტირება]

პარიზს ემსახურება სამი საერთაშორისო აეროპორტი:
  • შარლ დე გოლი 43,8 მლნ მგზავრით წლიურად (2003 წლის მონაცემები), ევროპაში მგზავრათა ნაკადის რაოდენობით მესამეა.
  • ორლი 23,1 მლნ მგზავრით წლიურად, მესამე ადგილზეა ევროპაში, და ძირითადად შიდა რეისებზეა გათვლილი.
  • ყველაზე ძველი აეროპორტი ლე ბურჟე უმეტესად კერძო თვითმფრინავეისა და მცირე ავიაკომპანიების მიერ გამოიყენება.

რკინიგზის ტრანსპორტი [რედაქტირება]

სადგური სენ-ლაზარი. მის წინ მეტროს 14-ე ხაზის ჩასასვლელია
პარიზის სადგურების სარკინიგზო ხაზები დედაქალაქს საფრანგეთის ყველა რეგიონთან და მეზობელ ქვეყნებთან აკავშირებს. სადგურებს შორის კავშირი საკმაოდ ოპერატიულად მყარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგად გაწერილი განრიგით.
ტვირთების გადასაზიდად გამოიყენება სადგურები ლე ბურჟე, იმავე სახელწოდების მქონე კომუნაში განლაგებული და Vaires მისგან გამავალი დიდი წრიული გზით (Grande Ceinture).

საზოგადოებრივი ტრანსპორტი [რედაქტირება]

პარიზის ყველაზე სწრაფ და მოსახერხებელ გადამყვანად სახელდება მეტრო, რომელიც 16 ხაზისგან შედგება საერთო სიგრძით 212,5 კმ-ია, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიტენის სახელს ანიჭებს.
ასევე არსებობს რეგიონული ექსპრეს-მეტრო (RER) — ელმავლების ხაზები პარიზში მიწისქვეშ გაედინება და მეტროს ხაზებს კვეთს. RER-ის ქსელი ხუთი ხაზისგან შედგება და ასოებით A, B, C, D, E არის აღნიშნული.
1992 წელს პარიზში 60-70-იან წლებში დემონტირებული ტრამვაის ხაზების მშენებლობა ისევ დაიწყო. პარიზის ტრამვაის ქსელი ოთხი ხაზისგან შედგება, სამი ამათგან ქალაქის გარეუბნებს აკავშირებს და მხოლოდ ერთი (Т3) ქალაქის ცენტრში მოძრაობს.
პარიზში ფართო საავტობუსო ქსელია, რომელიც არამხოლოდ ჩვეულებრივ მარშრუტებს მოიცავს, არამედ სპეციალურ ხაზებსაც, რაც პარიზის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გამოიყენება.
ართც თუ დიდი ხნის წინათ პარიზში გაჩნდა შესაძლებლობა ქალაქის ველოსიპედით მოვლისა. ქალაქის თითქმის ყველა წერტილში ავტომატიზებული ველოსადგომები Velib' არის განლაგებული.

განათლება და მეცნიერება [რედაქტირება]

ეროვნული ბიბლიოთეკის ოვალური დარბაზი ძველ შენობაში
საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლები პარიზში მდებარეობს.
პარიზის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი სორბონა 1257 წელს იქნა დაარსებული რობერ დე სორბონის მიერ ღარიბი სტუდენტებისთვის ღვთისმეტყველების სწავლების მიზნით. უნივერსიტეტმა სახელწოდება მხოლოდ XIV საუკუნეში მიიღო და ქალაქსა და სრულიად ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სასწავლებლად იქცა. სორბონის გარშემო ლათინური უბანი დაარსდა, რომლის სახელიც სხვადასხვა სტუდქალაქებმაც გადაიღეს. 1968 წელს რეფორმირების შედეგად პარიზის უნივერსიტეტი 13 დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად გაიყო . პარიზში ასევე მდებარეობს საფრანგეთის ინსტიტუტი (Institut de France), რომელიც 5 აკადემიისგან შედგება; ამათგან ყველაზე ცნობილია საფრანგეთის აკადემია, რომელიც ინსტიტუტის ნაწილი 1803 წელს გახდა. ფრანგული აკადემია ვალენტენ კონრადის მიერ 1629 წელს დაარსებული პარიზის ლიტერატურული წრისგან ჩამოყალიბდა. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აკადემიამ 1635 წელს მიიღო.
ასევე პრესტიჟულ სასწავლებლადაა მიჩნეული კოლეჟ დე ფრანსი. პოლიტექნიკური სკოლა. უმაღლესი ნორლმალური სკოლა. კათოლიკური ინსტიტუტი. სამთო ინსტიტუტი და მართვის ეროვნული ინსტიტუტი.
პარიზის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა — მეფე კარლ V-ის მიერ 1368 წელს ლუვრში საკუთარი წინგთსაცავისგან დაარსებული ბიბლიოთეკაა. დაარსებისას ბიბლიოთეკაში მხოლოდ 911 მანუსკრიპტი ინახებოდა, რადგანაც, იმდროის ტრადიციების თანახმად მონარქის გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა საბუთი ნადგურდებოდა. ეს წესი ლუდოვიკ XI-მ დაარღვია, რომლისგანაც ფონდის გაფართოება დაიწყო. 1988 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აშენების შესახებ გააკეთა განცხადება. ამჟამად ბიბლიოთეკა 10 მლნ ბეჭდურ გამოცემას მოითვლის.

კულტურა [რედაქტირება]

პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტი, კოლეჟ დე ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, , პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორი კონსერვატორია-დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა. პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენის, გიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა. საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია ”გრანდ ოპერა”, ”კომედი-ფრანსეზი”, ”ტეატრ დელ ესტ პარიზიენი”. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ”ებერტო”, ”რენესანსი”, ”ჟიმნაზი”, ”პორტ სენ მარტენი”, ”მიშოდიერი”, მატიურენი”, ”კომედი კომარტენი” და სხვა. დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ”ფრანგული თეატრი”, ” ხელოვნების დემოკრატიული ფრთა”, ”ტეატრ დე ლა კომიუნი”. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია.
პარიზი ღამით